პასიურ მწეველთა უსაფრთხოება უზრუნველყოფილია მხოლოდ
თამბაქოს კვამლისგან 100%-იან თავისუფალ გარემოში
ცნობილია, რომ თამბაქოს კვამლი შეიცავს დაახლოებით 4000-მდე ქიმიკატს. ამათგან 50-ზე მეტი კანცეროგენული ნივთიერებაა. თამბაქოს კვამლის მეორადად შესუნთქვა პასიურ მწეველებში იწვევს გულის დაავადებების, სერიოზული რესპირატორული და კარდიოვასკულური დაავადებების განვითარებას, რამაც შეიძლება მოზრდილებში ნაადრევი სიკვდილი გამოიწვიოს. ბავშვებში იგი შეიძლება გახდეს ასთმის განვითარებისა და დამძიმების მიზეზი. ჯანმოს ახალი პოლიტიკური რეკომენდაციები ემყარება სამ უკანასკნელ მოხსენებას (Monograph 83 Tobacco Smoke and Involuntary Smoking by the International Agency for Research on Cancer (IARC), the United States Surgeon General’s Report on The Health Consequences of Involuntary Exposure to Tobacco Smoke and the California Environmental Protection Agency’s Proposed Identification of Environmental Tobacco Smoke as a Toxic Air Contaminant) ერთნაირი დასკვნით თამბაქოს კვამლის უდაოდ დიდი მავნეობის შესახებ.
თამბაქოს კვამლის მეორადად შესუნთქვა ხდება სახლში, სამსახურში და საზოგადოებრივ ადგილებში. ყოველწლიურად დაახლოებით 200 000 ადამიანი იღუპება სამსახურში თამბაქოს კვამლის ზეგავლენით. ჯანმოს მონაცემებით, 700 მლნ ბავშვი ანუ თითქმის პლანეტის ბავშვების ნახევარი სუნთქავს თამბაქოს კვამლით დაბინძურებულ ჰაერს.
ჯანმოსა და აშშ-ის დაავადების კონტროლისა და პრევენციის ცენტრის მიერ თამბაქოს მოწევასთან დაკავშირებით 1999-2005 წწ. წარმოებულ იქნა გლობალური კვლევა, რომელიც მოიცავდა 13-და 15-წლამდე ბავშვებს 132 ქვეყნიდან.
კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ 43,9% მეორადად შეისუნთქავს თამბაქოს კვამლს სახლში, ხოლო 55,8% - საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში. მხარდაჭერა მოწევის აკრძალვისათვის გლობალურია, რომელსაც ეთანხმება გამოკვლეულთა 76,1%.
ამ წლის ბოლოს ჯანმოს თამბაქოს წინააღმდეგ ბრძოლის ჩარჩო-კონვენციის მეორე კონფერენციის მონაწილე ქვეყნები იმსჯელებენ თამბაქოს კვამლის მეორადად შესუნთქვისგან დაცვის სახელმძღვანელო პრინციპების შესახებ. კონფერენცია გაიხსნება 30 ივნისს ბანკოკში, ტაილანდში.
თამბაქოს მოხმარება მსოფლიოში ადამიანთა სიკვდილის წამყვანი მიზეზია. იგი იწვევს წელიწადში 5 მლნ-ზე მეტი ადამიანის დაღუპვას. თამბაქოს მოხმარების მასშტაბები განვითარებად ქვეყნებში კვლავ იზრდება. არსებული ტენდენციის შენარჩუნების პირობებში 2030 წლისთვის თამბაქოსგან სიკვდილის ყოველი 10 შემთხვევიდან 8 განვითარებული ქვეყნებიდან იქნება.
Комментариев нет:
Отправить комментарий